ანანო ღარიბაშვილი




,,დავიწყებული სიტყვები“
სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის
 IX კლასის მოსწავლე: ანანო ღარიბაშვილი


     XXI საუკუნეში, ანუ თანამედროვე  ცხოვრებაში, მრავალი ბარბარიზმი დამკვიდრდა.  შესაბამისად, ვივიწყებთ და ხმარებიდან ვიღებთ ქართულ სიტყვებს. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ   ტურიზმის განვითარება_უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები თავისდაუნებურად ამკვიდრებენ უცხო სიტყვებს.
   ხალხი, საზოგადოება და ძირითადად მოზარდები, ამ შემოტანილ სიტყვებს მაშინვე აიტაცებენ ხოლმე, როგორიცაა: ,,Like” ,,Cool” ,,Good” და ა.შ. არადა შეგვიძლია ეს სიტყვები ქართულად ვთქვათ და ეს უცხოური სიტყვები არ დავამკვიდროთ  ჩვენს ქვეყანაში. მაშინ ჩვენი წინაპრები  რატომ უფრთხილდებოდნენ  ასე ქვეყნის კულტურას და ენას, თუკი მომავალში ჩვენ მათ ნაშრომს მიწასთან გავასწორებდით?!
   ამაზე დაყრდნობით,მინდა გავარჩიო ჩემთვის ყველაზე ყურშისაცემი სიტყვა ,,ემოჯი“, რომელსაც დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს.
  ,,ემოჯი“ ანუ ,,სიცილაკი“, ადამიანის სახის მიმკის გამომხატველი სიმბოლოა. ,,სიცილაკი“ ფრანკლენ ლუფრანმა გაავრცელა 100-ზე მეტ ქვეყანაში  და მან დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
  ჩემი აზრით, სიტყვა ,,ემოჯი“ ძალიან გათანამედროვებულია და არ უხდება, რომ ,,ემოჯის“ შემცველ ფორმად გამოიყენება. ,,სიცილაკი“ მხიარული და პოზიტიური სიტყვაა, ხოლო ,,ემოჯი“ უფრო ბუნდოვანი და შესაძლოა პიროვნება ვერ მიხვდეს ,,ემოჯის“ ფუნქციას. სიტყვა ,,სიცილაკი“ შეგვიძლია კიდევ გავშალოთ და ,,რეაქციად“ მოვიხსენიოთ.
   განვითარება კარგია,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მშობლიური ენა შევცვალოთ და ამოვძირკვოთ. ჩემი აზრით, ქართველებმა ქართულად უნდა იმეტყველოს თავის სამშობლოში და არა თურქულად, ჩინურად, ინგლისურად და ა.შ.

 მგონი იმ ფაქტს, რომ სხვა ქვეყნის ენას უფრო ვცემთ პატივს, ვიდრე ჩვენსას,სულ დაბალ დონეზე დაჰყავს ქვეყნის და მოსახლეობის ავტორიტეტი. ასე რომ, რადგანაც ვართ ქართელები და ვართ მომავალი თაობა, შეგვიძლია რაღაც-რაღცების გამოსწორება.


ნაადრევი ქორწინება
         XXI საუკუნე... ახალი თაობა...  მოზარდების შეცვლილი შეხედულებები... გარდატეხის ასაკი... თვითმკვლელობები და ათასი რამ, რაც რეალურად ხდება დღეს.
        ახლა კი, მკითხველო, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე ,,ნაადრევი ქორწინება“ , რომლის შესახებაც თითოეულ ჩვენგანს გვსმენია: წიგნებიდან, ფილმებიდან, ინტერნეტ სივრციდან, ტელევიზიიდან და ა.შ. დიახ, ეს რეალობაა!
       ზოგჯერ მიჩნდება კითხვა: ,, რატომ უნდა ვიქორწინოთ ადრეულს ასაკში, დავინგრიოთ ცხოვრება, ბავშვობა, დავთმოთ განათლება, იმისათვის რომ  ვიყოთ იმ ადამიანთა გარემოცვაში, ვისაც ჯერ კარგად არც კი ვიცნობთ. ავყვებით ხოლმე გრძნობებს და დაუფიქრებლად ვაკეთებთ არჩევანს, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, დამღუპველია.
      თითოეულ  ადამიანს ჰქონია გარდატეხის ასაკი, მოზარდობის რთულ პერიოდს რომ ეძახიან. როდესაც ვყალიბდებით პიროვნებებად,  მეტ - ნაკლებად ვერთვებით საზოგადო ცხოვრებაში და ვირჩევთ ცხოვრების გზას: ვიყოთ განათლებულები, ჩავაბაროთ უმაღლესში, გამოვიდეთ არჩეული საქმის კარგი სპეციალისტები, თუ  დავთმოთ ჩვენი მომავალი და ავიღოთ პასუხისმგებლობა, ის ტვირთი, რაც დაოჯახების შემდეგ  გვევალება. შევძლებთ კი ამ ასაკში შევასრულოთ ცოლის, რძლის,  დედის როლი ? ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება.
       ადრეული ქორწინება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ადათ-წესებთან და ტრადიციებთან. ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში გოგონასა და ვაჟს ,,აკვნიდანვე“ აქორწინებენ. ეს ტრადიცია ასევე გავრცელებული იყო საქართველოს მთიან სოფლებში: სვანებში, ფშავლებში, ხევსურებში და ა.შ. შესაძლოა ეს ტრადიცია ამჟამადაც იყოს შემორჩენილი. ამ შემთხვევაში ირღვევა ყველა ის უფლება, რომელიც ბავშვს/მოზარდს თვრამეტ წლამდე ეძლევა. ეს ხომ უფლებების შეზღუდვაა? ნუთუ მას არ აქვს თავისი შეხედულება თითოეულ საკითხზე? დიახ, მოზარდს  გააჩნია თავისი მოსაზრება, მაგრამ ზევით ნახსენები უფლებების შეზღუდვის თანახმად , ის ვეღარ იღებს ხმას. ანდა რა აზრი აქვს ლაპარაკს, როცა ყველაფერი გადაწყვეტილია ?
        ვფიქრობ, ის ფაქტორიც არ უნდა გამოვრიცხოთ, როცა ოჯახი გოგონას  ფინანსური პრობლემის გამო  შეძლებულ ოჯახზე ათხოვებს. ამ შემთხვევას შეგვიძლია გამოუვალი მდგომარეობაც  კი ვუწოდოთ.  მოზარდებიც ადამიანები არიან, რომლებსაც ისე არ უნდა მოვექცეთ, როგორც ნივთს, უფროსების სურვილისამებრ არ უნდა დავუგეგმოთ ცხოვრება.
         იმ ფაქტორზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ XXI საუკუნეში, გოგონები თავისი ნება-სურვილით თხოვდებიან, მაგრამ რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, რადგან ყველა  პიროვნება განსხვავდება ერთმანეთისგან. თითოეული ადამიანი ინდივიდია.
          ჩემი აზრით,  ახალი თაობა უნდა დაფიქრდეს გადაწყვეტილების დადებითსა და უარყოფით მხარეებზე. კანონი მიღებულია ,,ნაადრევი ქორწინების“ შესახებ, მაგრამ, როგორც ვხედავთ,  საზოგადოების  ნაწილი ამ კანონს არ ემორჩილება. იმედი მაქვს, რომ როდესაც  მოზარდი ჩემს ამ მცირე თემას წაიკითხავს, მიხვდება, რა არის სწორი და რა არა.
სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის
 IX კლასის მოსწავლე: ანანო ღარიბაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий