ეთუნა მარტიაშვილი


                                                               



დააბრუნე ენაში შენი სიტყვა

          სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის
 IX კლასის მოსწავლე: ეთუნა მარტიაშვილი

     ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესია მსოფლიოში არსებულ ენებს შორის.დროთა განმავლობაში იგი ვითარდება და ძველი სიტყვები ახლით იცვლება.ხშირად ძველ ტერმინებს აღარ ვიყენებთ ,თუმცა ენის გამდიდრების მიზნით უმჯობესია არ დავივიწყოთ ხმარებიდან გასული სიტყვები და გვქონდეს ახალი ტერმინის ალტერნატიული ვარიანტი მათი სახით, თუნდაც ტავტოლოგიური შეცდომების თავიდან ასაცილებლად.ერთ-ერთი ასეთი მივიწყებული სიტყვაა “თვითმწყსობა” რომლის ახალი შესატყვისია “ავტოკეფალია”.   
     სიტყვა “თვითმწყსობა” ენაში დამკვიდრდა მე-11 საუკუნეში,დავით აღმაშენებლის მეფობის დროს.მეფემ ეკლესიას თავისუფლება მოუტანა, რასაც შემდგომში “თვითმწყსობა” ეწოდა. “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო”-თქვა ილიამ. სწორედაც, რომ თავისუფალი ადამიანები სამწყსოა,რომელსაც თავისი “მწყემსი კეთილი”-ქრისტე სჭირდებათ, რათა ფარა არ გაიფანტოს და მგელმა არ შეჭამოს. ამ ფუნქციას მართლმადიდებლურ სამყაროში სასულიერო პირები ასრულებენ. ამ აზრის ერთი სიტყვით გადმოცემა “თვითმწყსობის” გამოყენებით არის შესაძლებელი,რომელიც ერთდროულად თავისუფლებასაც აღნიშნავს და სამწყსოს,მრევლის ნაწილად ყოფნასაც გამოხატავს. ზოგადად, სიტყვა “თვითმწყსობა”,სამწყსო და მწყემსი ჩემთვის ეკლესიასთან და მრევლთან ასოცირდება, ამიტომაც ვარჩევ ამ სიტყვის გამოყენებას “ავტოკეფალიის” ნაცვლად. “ავტოკეფალია” დღეს დამკვიდრებული ტერმინია. სწორედ “ავტოკეფალიის” გავრცელებამ გამოიწვია “თვითმწყსობის” ჩანაცვლება,თუმცა მრავალფეროვნებისთვის უმჯობესია ორივე ტერმინის გამოყენება.




შექმენი შენი ტერმინი”

   21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებამ საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია,თუმცა “სარკეს ორი მხარე აქვს”. დამკვიდრდა უამრავი საერთაშორისო ტერმინი,რამაც ენის დაბინძურება და დაკნინება გამოიწვია.
   მაგალითად:ერთ-ერთი ასეთი დამკვიდრებული ტერმინია “ფიშინგი”, რომელიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენება დღეს.”ფიშინგი” აღნიშნავს “ინტერნეტ-თაღლითობას,რომლის მიზანია:მსხვერპლს გამოსძალოს პირადი მონაცემები.მაგალითად:პაროლი,საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა. ჩვენი თაობის ლექსიკა უკიდურესად გაღარიბებულია.ხშირად ამა თუ იმ ტერმინის გადმოქართულებას შეუძლებლად აღვიქვამთ და ამიტომ ბარბარიზმების გამოყენებას ვარჩევთ.სწორედ ამან განაპირობა ენის გაღატაკება.თუნდაც ერთი ტერმინის შექმნით და მისი გამოყენებით,ბარბარიზმების ნაცვლად შევძლებთ მშობლიური ენის გადარჩენას და გამდიდრებას.






“ჯინსების თაობა”

დათო ტურაშვილის წიგნში მოქმედება ხდება საბჭოთა კავშირში შემავალ საქართველოში

სადაც ტოგორც მწერალი ამბობს:”რამდენიც კარგი იმდენივე ცუდი ხდებოდა”.1983 წელს


სტუდენტებმა გადაწყვიტეს,რომ ამ უსამართლო ქვეყანას გაქცეოდნენ და თვითმფრინავის


გატაცების გეგმა შეიმუშავეს,რათა ამერიკაში მოხვედრილიყვნენ.თუმცა ეს მცდელობა


წარუმატებელი გამოდგა და დიდი მსხვერპლიც მოყვა. სტუდენტებს აზრადაც არ გაუვლიათ


ვინმესთვის რამის დაშავება მითუმეტეს მოკვლა,თუმცა ეს მთავრობამ გააკეთა და სისხლიანი


ხელები უდანაშაულო სტუდენტებს შეაწმინდა,რომლებსაც უბრალოდ უსამართლობისგან


გაქცევა და თავისუფლება სურდათ,რომლებიც სასტიკად გაასამართლეს,


როგორც ტერორისტები, დახვრიტეს და იმ ტყვიების საფასურიც კი მათ მშობლებს

გადაახდევინეს.მართალია ზოგი ფიქრობს,რომ ისინი ტერორისტები იყვნენ, თუმცა ჩემთვის


ნამდვილი გმირები არიან, რომლებმაც სხვებისგან განსხვავებით შეძლეს და


დაუპირისპირდნენ დიქტატორულ საბჭოთა ხელისუფლებას.





  ნაადრევი ქორწინება
       ნაადრევი ქორწინება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რომელიც შეიძლება მოხდეს როგორც ნებით, ასევე მშობლისგან ძალდატანებითაც კი. ძირითადად ეს ხდება სოფლებში, სადაც მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო პატარა გოგონებს ათხოვებენ შეძლებულ ოჯახებში იმ მიზნით, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილები იყვნენ ან უბრალოდ იმაზე ფიქრობენ, რომ ,,საზრუნავი’’ მოაკლდებათ საკუთარი ქალიშვილის სახით. ეს ის საშინელი რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ, რომელშიც მშობლები ქალიშვილებს ფაქტობრივად ყიდიან.
      ნაადრევი ქორწინება ბავშვს ყველანაირად ზღუდავს და ართმევს იმ უფლებას, როგორიცაა განათლების მიღება. განათლებულ ადამიანს  თავისი მომავალი დაგეგმილი აქვს, ხოლო გაუნათლებელ მოზარდზე ადვილია გავლენის მოხდენა.
     ნაადრევი ქორწინება შეიძლება იყოს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი გადაწყვეტილება. არასრულწლოვანი ადამიანის გადაწყვეტილებები, ძალიან ხშირადაა მერყევი, სწორედ ამიტომ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ყველაზე მეტი განქორწინება ფიქსირდება მოზარდების დაოჯახების შემთხვევაში. ნაადრევი ქორწინების მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიკური სიახლოვის სურვილიც კი.
     ეს ქორწინება მხოლოდ ამ პრობლემას არ წარმოადგენს. ამგვარ ქორწინებას მოსდევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ამას კი მოჰყვება: ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია და სხვა. ხშირად წყვილს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, რითაც ოჯახის რჩენას შეძლებენ, ამიტომ ისინი მშობლებისგან ელიან დახმარებას, შესაბამისად, ვერ იღებენ უმაღლეს განათლებას, შემდგომში კი ეს პრობლემა ურთიერთობაშიც აისახება.
    როგორც ჩანს,  ნაადრევ ქორწინებას ძალიან ბევრი პრობლემა ახლავს თან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ასეთი ქორწინების ,(არ აქვს მნიშვნელობა ეს ძალდატანებით მოხდება თუ ნებით)კანონით დასჯა უნდა გამკაცრდეს, რადგან ყველა ჩვენგანს გააჩნია ბავშვად ყოფნის უფლება.                                                
                                          სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის
IX კლასის მოსწავლე: ეთუნა მარტიაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий