ბლოგი შევქმენი ჩვენი საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად. ბავშვების არაჩვეულებრივი ნამუშევრები არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. მათი ნაწერები აღგიძრავთ წიგნების მიმართ ინტერესს. ჩვენ მოგცემთ რჩევებს,რა წაიკითხოთ და როგორ. გამოგვყევით!
Обо мне
ანანო ღარიბაშვილი
თაობებს შორის მსგავსება-განსხვავება
სსიპ ქ. თბილისის N28 საჯარო სკოლის
X კლასის მოსწავლე ანანო ღარიბაშვილი
ხშირად გვესმის უფროსი თაობისგან ძველი დროის ისტორიები და მათი მოგონებები. თუ დავაკვირდებით მათი მოზარდობა და თუნდაც მათი ცხოვრება, რადიკალურად განსხვავდება XXI საუკუნის ცხოვრებისგან. ყოველთვის იმას ამბობენ რომ ,,ახლა სხვა დროა“ მაგრამ ჩვენ იმ დროში არ გვიცხოვრია, არ ვიცით რას ნიშნავს მათი ,,ახლა სხვა დროა“.
დღესდღეობით, ბევრ მოზარდს ახლანდელი ცხოვრება არ მიაჩნია ძველი დროისგან შეცვლილი და მოხარულნიც არიან რომ ამ დროში დაიბადნენ. როგორც მოზარდს,ბევრჯერ მიფიქრია ამ საკითხზე და ვხვდები რომ უფროსი თაობა ზოგ საკითხში მართალია . არ აქვს ახლანდელ თაობას ის ურთიერთობა ერთმანეთთან ის სითბო რაც ძველ თაობას ჰქონდა, ახლა პირისპირ ურთიერთობები სოციალურმა ქსელმა ჩაანაცვლა,მეგობრობაც, ერთმანეთისადმი სიყვარულიც, ჰო,შეიძლება კიდევ უამრავი რამ, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. როდესაც ვზივარ, და ვუსმენ მათ,ძველ თაობას, ტუჩის კუთხეში შეუმჩნეველი ღიმილით რომ იხსენებენ ბავშვობას, ქალაქისა და სოფელის თავგადასავლებს, ცელქობებს, ურთიერთობებს, იმ სიმჭიდროვეს და სიახლოვეს რასაც ერთმანეთთან განიცდიდნენ და პარალელურად რომ ვუყურებ სამყაროს რომელშიც ახალი თაობა ცხოვრობს,სადაც თითქმის ყველაფერი ინტერნეტზეა დამყარებული, რომ ყოველდღიურად ვითარდება, უბრალოდ გაუგებარია რატომ იკარგება ის დამოკიდებულება ადამიანებს შორის, ის სითბო, ის ქუჩაში ერთმანეთის დანახვისას გამოწვეული ღიმილი. ვფიქრობ რომ ახალ თაობასაც სჭირდება ყოველივე ეს.
რა თქმა უნდა, ძირფესვიანად ყველაფერი შეცვლილი არ არის.ყველაფერი მეორდება, და წინაპრებისგან ნათქვამია: ,,ყველაფერი ახალი, კარგად მივიწყებული ძველიაო“. თუმცა, ცხოვრება და მოცემული პერიოდი თავისნაირად ცვლის და რაღაც ახალ კვალს ტოვებს თუნდაც ავიღოთ სამოსი, თითქოს ძველი დროის ტანსაცმელი, ახალ თაობას მივიწყებული და ,,გოიმური“ ჰგონია, თუმცა ოდნავ შეცვლილი და გადაკეთებული ,,მოდაშია“ და თითქმის ყველას აცვია. ავიღოთ მუსიკა. ახალი თაობა არ ივიწყებს, ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს ეპოქა, მაგრამ ახალ მომღერლებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ. ძველ თაობას კი ურჩევნია, ძველ მომღერლებს უსმინონ თუმცა ახლებზეც ჰქონდეთ ცოდნა და წარმოდგენა. მსგავსებად კიდევ შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორ აღნიშნავდნენ და აღნიშნავს ორივე თაობა წინაპრების ტრადიციებს და დღესასწაულებს. თითქოს ვალდებულებას გრძნობენ, თავისი კუთხისა თუ წინაპრების წინაშე რომ აუცილებლად უნდა შეასრულონ ესა თუ ის ტრადიცია.
ზოგი ადამიანი თავისთვის არ იტოვებს მხოლოდ თავის ისტორიებს და წერს წიგნებად ან გამოსცემს ფილმებად და აცნობს საზოგადოებას იმას რაც მისთვის ასეთი მონატრებული და მნიშვნელოვანია. ახალგზარდებს ამოგზაურებს ძველ დროში, უფროს თაობას კი კითხვის დროს აბრუნებს იმ კონკრეტული ადამიანების მოგონებებში და იმ გარემოში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითებია ახალგაზრდა მწერლების წიგნებიდან:დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა“, ლაშა ბუღაძის ,,ბოლო ზარი“ და მრავალნი, ხოლო ფილმებიდან: რევაზ ჩხეიძის ,,ჩვენი ეზო“, მარიამ კიკაბიძის ,,ტბა“ და ა.შ. მათ მეტად იმფორმირებულად და გასაგებად წარმოაჩინეს თავიანთი ნაშრომები, როგორც ფილმებში,ასევე წიგნებში და მოთხრობებში.
თუმცა ვიცით რომ ყველასთვის საუკეთესო არ ყოფილა ის,ძველი დრო... ამ დადებითი აღწერის ფონზე იყო გაჭირვება, უშუქობა, შიმშილობა, საკვების სიმცირე, სიცივე და მრავალი უბედურება და ყველაფერთან ერთად სხვისი მართველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რასაც ყველა ვერ უძლებდა. კარგ დროსთან ერთად ძველი თაობის ადამიანები, რა თქმა უნდა, ამ დროსაც იხსენებენ როგორც, განვლილი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს.
პარალელი რომ გავავლოთ, ახალი თაობის უმრავლესობა უზრუნველყოფილია დღესდღეობით, სითბოთი, შუქით, სახლით, საკვებით და ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობებით. მაგრამ ქუჩაში რომ გავიხედოთ, გავიაროთ ნაცნობ ძველ ქუჩებში, ვნახავთ ადამიანებს რომლებსაც დღეს უფრო უჭირთ ცხოვრება ვიდრე უწინ. ახლა უფრო უჭირთ ცხოვრების უზრუნველყოფა და თუნდაც საკვების შეძენა ვიდრე მანამდე და ხშირად ამბობენ ,, ეჰჰ, რას ვიზამთ, ყველაფერთან ერთად გაძვირდა ცხოვრებაცო“, მათთვის არსებობის შესანარჩუნებლად ძველი პერიოდი უფრო ხელსაყრელი იყო. ზოგი ამ ყველაფერს რაც დღეს ხდება, სახელმწიფოს აბრალებს, ზოგი გაევროპებულ ხალხს და მშობლებს, რის შედეგადაც ბავშვებიც სულ სხვა ინტერესებით და ცხოვრებით ცხოვრობენ. მაგრამ რაღაც დადებითი და იმედის მომცემიც აქვს ახლანდელი თაობის განსხვავებულ აზროვნებას. თითოეული მოზარდი,ინდივიდია, განსხვავებული აზრია, ახალი შთაგონების წყაროა.
ასე და ამგვარად, წინა თაობა და ახლანდელი თაობა, გვანან ერთმანთს, თუნდაც სურვილებით, სიტყვის თავისუფლებით და პატრიოტიზმით მაგრამ რა თქმა უნდა ოდნავ განსხვავებულად.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ყოჩაღ
ОтветитьУдалить:) გმადლობ,ლადო
Удалить<3
ОтветитьУдалить