შთაბეჭდილება
28.10.2022
დღეს სტუმრის სტატუსით დავესწარი მკითხველთა კლუბ ,,ლიტერმანის" ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან შეხვედრას. ვუყურებდი საღად მოაზროვნე და განათლებულ ბავშვებს,რომლებმაც მოახერხეს ერთ დროს ჩემსავით ეპოვნათ მეგობრები წიგნებში...
სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი მათი მოსმენისას. ასეთმა პატარებმა, მაგრამ ამდენად მცოდნეებმა, ასე უცებ რომ მოახერხეს წიგნებთან დამეგობრება და აღტაცებულად მოყოლილი ისტორიები და შინაარსები. მათი სუბიექტური აზრები საზოგადო თემებზე...
დღეს ქალბატონი ნინოც გვესაუბრებოდა "სიმარტოვისგან თავის დასაღწევად წიგნებში მოგზაურობაზე" და საკუთარი "არასასურველი რეალობის ცოტა ხნით გვერდით გაწევაზე"
დღეს, პირველად მივხვდი მისი საუბრის დროს, თუ რატომაა განათლებულ და მკითხველ ხალხთან კომინიკაცია საჭირო
თითქოს ყველა მკითხველმა იცის შენი ისტორია, რასაც არავის უმხელ, მაგრამ საკმარისია წიგნის სათაური და შენი აზრი მასზე, რომ უკვე ყველაფერი ნათელი ხდება მკითხველისთვის.
დღეს ზუსტად ვიცოდი, მისი საუბრის დროს, რომ იცოდა რას ვგრძნობდი მე და მეც ვიცოდი რას გრძნობდა ის
და არა მხოლოდ ჩვენ, თითოეულმა ოთახში მყოფმა იცოდა გულის სიღრმეში და ყველას გვქონდა გრძნობა, რომ ის, რასაც ჩვენ წიგნებთან საიდუმლოდ ვიტოვებთ, გამოვააშკარავეთ,
მაგრამ განა ეს ცუდია? პირიქით, შვება და ერთგვარი სიხარულიც კი ვიგრძენი, რომ ამდენ მილიონ ადამიანში ეს ადამიანი ზუსტად ამ დროს ჩვენთან იჯდა და თითოეულის სათქმელს პირდაპირ გვეუბნებოდა
იმდენად საინტერესო იყო გვერდიდან დანახვა, თუ როგორ ლაპარაკობენ იმავე განცდებზე, რასაც მთელი ბავშვობა განიცდიდი და ზოგჯერ გადმოგვყვება ხოლმე ღრმა ფიქრებში, სიტყვებით ვერც გადმოვცემ
ლაპარაკი მიყვარს და წერაც, მაგრამ ასე ნათლად და ღიად არასდროს "გავშიფრულვარ"
ეს კიდევ ცალკე მოტივაცია იყო იმისა, რომ უფრო ღიად და თავისუფლად ვისაუბროთ ჩვენს გრძნობებზე
ბავშვობიდან ვფიქრობ მსახიობობაზე, მაგრამ სულ ის მესმოდა, თუ რამდენად დაუფასებელი იყო ეს პროფესია. ჩემთვის მუდამ, ჩუმად, ყოველდღე ვდგამდი გონებაში სცენებს და ვთამაშობდი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს,დიახ!
დღეს კი ქალბატონ ნინოსთან შეხვედრამ დამარწმუნა იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა მსახიობობა, რამდენად საჭიროა სწორად გადასცე მაყურებელს ემოცია
და როგორც სტუმარმა გვითხრა, ეს არ არის მხოლოდ სცენაზე "ცანცარი" და ძალით სიცილი ან ტირილი, ამას დიდი ძალისხმევა და საკუთარი გრძნობების მართვა სჭირდება
ეს იყო დღე, რომელიც თვითრეალიზებაში და ბევრ საკითხზე დაფიქრებაში დამეხმარება
დღე, რომელმაც შეიძლება ბევრი ჩემი გადაწყვეტილება და სურვილი 360 გრადუსით დაატრიალოს
ამიტომ მადლობა "ლიტერმანს" და ქალბატონ ნინოს ამ შესაძლებლობისთვის
მიყვარხართ!
ვეტერანი ლიტერმანელი
Комментариев нет:
Отправить комментарий