ქეთა ბაძაღუა


   

შექმენი შენი ტერმინი

სსიპ  ქალაქ  თბილისის  N28  საჯარო სკოლის
 X კლასის მოსწავლეები:
ქეთი ბაძაღუა, ანა ბარაჩაშვილი

    ყველასათვის ცნობილია ქართული ენის ლექსიკური მარაგის სიუხვისა და სიმდიდრის შესახებ, რომელიც სიტყვების მრავალფეროვნებამ გამოიწვია. ჩვენი ენის მრავალფეროვნება იმაში ჩანს, რომ ერთი მოვლენა შეგვიძლია აღვწეროთ მრავალი სიტყვით. მაგალითად,განთიადი, რომლის აღმნიშვნელიც ასევე საკმაოდ მრავალი სიტყვაა: გარიჟრაჟი, ცისკარი, ალიონი, აისი, ჟიჟრიბანდი და ასე შემდეგ, მაგრამ რატომღაც, მაინც ქართული ენა და მისი სილამაზე საფრთხეში, ბარბარიზმების შემოტევის შედეგად დასუსტებული.
   როდესაც ვფიქრობ ყველა იმ სიტყვაზე, რომელიც ასეთი ლამაზია, თავისებური და ზოგინაზიც კი, მაშინ რატომ გვჭირდება ბარბარიზმები? ეს ყველაფერი ისეთ შეგრძნებას მიტოვებს, თითქოს, კამკამა მდინარეში უცებ ერთბაშად ბევრი ნაგავი აღმოჩნდა და მბზინვარე და გამჭვირვალე მდინარე ნახშირივით გაშავდა. თითქოს, ეს დრომ მოიტანაო. რაც უფრო გადის დრო, ჩვენს ენაში ბარბარიზმები უფრო და უფრო მატულობს და ბოლოს ალბათ იმ შედეგამდეც მივალთ, რომ ქართულის ნატამალიც აღარ დარჩება დაქართული ენაუბრალოდ წარსულს ჩაბარდება, მაგრამ მე არ მემეტება ჩემი ენა ასეთი სასჯელისთვის. ადამიანის, ქართველის მიერ მოვლენილი და უსამართლო სასჯელისთვის.
   მეც ვიყენებ და ვიყენებდი ბარბარიზმებს, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩემს მეტყველებაში მათი გამოყენება მაქსიმალურად შევამცირო. ასევე ხშირად შემისწორებია სხვისთვისაც და ხშირად გამიგია უარყოფითი პასუხი ჩემ მიმართ. არავინ ფიქრობს ამის გამომწვევ მიზეზზე. იქნებ, თავად არიან ამ ყველაფრის მიზეზი?!
  როგორც თავში აღვნიშნე, ქართული ენა მდიდარი და მრავალფეროვანია, მაგრამ ეს მრავალფეროვნება ბოლომდე მაინც არ გამოიხატება არც საუბრის დროს, არც კონკრეტულ პროფესიებში. მაგალითად, თანამედროვე მედიცინაში, ტურიზმში და ასე შემდეგ.       დღეისთვის ჩვენი არჩეული სიტყვაა ‘’სეიფი’’,უცხოური სიტყვაა და მისი განმარტებაა:                                                                                                                                                      1. ლითონის ცეცხლგამძლე კარადა ან ყუთი დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ძვირფასეულობის შესანახად.
2. 
ბანკში ოთახი, სარდაფი, სადაც ასეთი კარადები ან ყუთები დგას.
3. 
მუზეუმში ცეცხლგამძლე ოთახი, სადაც განსაკუთრებით ძვირფასი, უნიკალური ექსპონატებია დაცული.
Safe ინგლისური სიტყვაა და ქართულად უვნებელს, უსაფრთხოს ნიშნავს.
   ჩვენ ვცადეთ მისთვის ქართული შესატყვისი მოგვეძებნა, რა თქმა უნდა ეს ძნელი იყო, მაგრამ ეს გამოგვივიდა. ამ სიტყვის არჩევა განაპირობა იმან, რომ საინტერესო სიტყვაა,და დღესდღეობით აქტუალური  და  უამრავ ბიზნესსფეროში გამოიყენება.
   სეიფი _  სარფდასაყული.  სარფ(სარფ-ი) ნიშნავს ყუთს,ხოლო დასაყული დაცულს.
   ჩვენ ვიცით, რომ ხალხს გაუჭირდება ახალი სიტყვასთან შეჩვევა,მაგრამ სასიამოვნო იქნება,თუკი დამკვიდრდება.
სარფ-ი   ქართლ.
ყუთი (დიალექტ., 642).
Source: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.  (nplg.gov.ge )

დასაყული(ლექსიკონი ქართული)
ადგილი დაცული, სადა უთქმელად ვერ(ა)ვინ შევიდეს .
ესე არს ადგილი დაცული, რათა ვერავინ შევიდეს უთქმელად . დაცული ბრძანებით . დაცული . (nplg.gov.ge)





ნაადრევი ქორწინება
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად მიმეორებენ: „ჯერ ადრეა შენთვის, ჯერ პატარა ხარ, ჯერ სულ ბავშვი ხარ და ლაღად უნდა იყო და არ იფიქრო მომავალ ოჯახზე. ჯერ სულ თოთხმეტი წლის ხარ და უნდა ისწავლო, უნდა იყო ბავშვი და არა ნაადრევად „დაქალებული“.
    როცა წარმოვიდგენ, რომ დღეს ან ხვალ მეც შესაძლოა იგივე გავიზიარო, რასაც ზოგიერთი ჩემი თანატოლი განიცდის, შიშის გრძნობას მეუფლება.
  მე არ მინდა, რომ ბავშვობა ნაადრევად დამთავრდეს, არ მინდა დილით გავიღვიძო და აღმოვაჩინო, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ბედნიერი ვიყავი, რაღაც ახირების გამო, ჩემი ცხოვრება გაუფერულდა.  ჩემს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებიც ნაადრევად დაქორწინდნენ, მაგრამ ყველას დასაწყისი და თავი ის იყო, რომ მშობელთან არ ჰქონდათ ისეთი ურთიერთობა, რომ თავიანთ პირად ცხოვრებაზე ესაუბრათ.
  გოგონები, რომლებიც ნაადრევად გათხოვებაზე ფიქრობენ, ან თუნდაც ოცნებობენ, ყველაფერს მარტივად უყურებენ. ჰგონიათ, რომ „სიყვარულით“ ყველა კარს გააღებენ, მაგრამ ნაადრევი ქორწინების შემდეგ სიყვარული სადღაც მიდის და თოთხმეტი-თხუთმეტი წლის რძალს ხშირად ოჯახი ახვედრებს უდიდეს პრობლემებს და არა იმ ბიჭს, რომელიც სიტკბოს და სიხარულს ჰპირდებოდა.
  ხშირად დამნაშავე საზოგადოებაც არის. თავიდანვე უნერგავენ, რომ ქორწინება ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის და შენს საკუთარ ოჯახს არაფერი ჯობია. მაგრამ არავინ საუბრობს და ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ქორწინებას მეორე მხარეც აქვს და ყველა ოჯახში არის რაღაც პრობლემა. თავიდან ყველა ცდილობს ვარდისფერი სათვალე გაგიკეთოს  და რეალობა დაგიმალოს. თითქოს ამით „კარგს“ გიკეთებენ, თან ფიქრობენ, რომ პატარა ხარ, მაგრამ ასეთ რამეზე საუბარი მუდამ საჭიროა.
  ხალხი მხოლოდ არსებობისთვის ცხოვრობს. ყველას ის ვალდებულება ახსოვს, ოჯახში ლუკმა პურის ფული შეიტანოს. არიან მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს არც კი იცნობენ  და არ არიან მათი ცხოვრების ნაწილი, როგორც მშობლები. ისინი ხდებიან უბრალოდ, ადამიანები რომლების ხარჯზეც არსებობენ  და რომლებსაც „დედა“ და „მამა“ უბრალოდ ჰქვიათ და არის უბრალო წოდება.
    არსებობს რელიგია, რომელშიც მიღებულია ნაადრევი ქორწინება. ეს კი საზოგადოებისთვის თავის მართლების ერთ-ერთი საშუალებაა. სინამდვილეში კი ამას ანგარებით აკეთებენ და თავიანთ სახელს ბავშვის დაქორწინებით საზოგადოებაში უფრო „იმაღლებენ“.
    ნაადრევი ქორწინება ხშირად ინგრევა და ახალგაზრდები ხშირად ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებენ, თითქოს ბედნიერები არიან და უყვართ თავიანთი ცხოვრება, მაგრამ საზოგადოება გულს ტკენს. ეს კი ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ნაადრევი ქორწინება და მისი შედეგები თავის კვალს სამუდამოდ ტოვებს.
    და მაინც ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რომელი უფრო უარესია, როცა შენს ცხოვრებას შენივე ხელით ანგრევ თუ ამას შენ მაგივრად შენი მშობლები აკეთებენ.
სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის
X კლასის მოსწავლე: ქეთა ბაძაღუა

Комментариев нет:

Отправить комментарий