ანი ბარაჩაშვილი

ნაადრევი ქორწინება
   როდესაც ნაადრევ ქორწინებას ეხებიან, ზოგჯერ მეც მოვყოლილვარ ამ უსიამოვნებაში: ‘’ -რამხელა გაიზარდა,უკვე გასათხოვარია’’ ან ‘’-როდის ათხოვებთ.’’ ანუ, მივხვდი, რომ  ამით ჩანს მათი დამოკიდებულება ამ საკითხზე. დღევანდელ რეალობაში უსუსურ არსებებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუგრძნიათ ბავშვობა, უფროსებად ვაქცევთ იმისთვის ,რომ ’’მომავალი’’ შევუქმნათ და თქვენ, ვინც ამას კითხულობთ, არა მგონია იფიქროთ, რომ მე 15 წლის  ბავშვმა ეს ყველაფერი უკეთესად შევაფასე.
    როგორც ცნობილია, ნაადრევი ქორწინება გამოწვეულია როგორც რელიგიით ასევე ტრადიციით. დღეს ეს პრობლემა მწვავედ  დგას ,რადგან ხშირია ასეთი შემთხვევები. მოკლედ, ეს საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ როგორც მსოფლიო, ასევე ჩვენც კი ავლაპარაკდით.
   ადრეულ ქორწინებას უამრავი განსხვავებული ფაქტორი აქვს, ჩვენთან კი ძირითადად მას  სიღარიბე და სტატუსი განაპირობებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხშირ შემთხვევაში სექსუალურ მომწიფებასთან  არის დაკავშირებული. ახლა მინდა რომ დაფიქრდეთ, თქვენც ხომ არ ყოფილხართ მსხვერპლი, იქნებ თქვენც წაგართვეს ბავშვობა? ნაადრევი ქორწინება ადრე მიღებული იყო, მაგრამ ახლა მორალის კითხვა უკვე დაგვიანებულია, ხანში შესულ ხალხს რომ კითხო სიყვარული მთავარი არ არის, უბრალოდ, ’’ნაადრევ სიკვდილს ყველაფერი სჯობს’’.  იმაზე ფიქრით, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში ანდაც უბრალოდ დღევანდელ რეალობაზე დაკვირვებით ,ის იმედის პატარა ნაპერწკალიც კი ქრება.
   როცა აკვირდებით ქუჩაში ხალხის უმეტყველო სახეებს ,რაზე ფიქრობთ იმ წუთას? ყველას თავისი  პრობლემა აქვს, შენთვის არავის სცალია .  როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, მათი ეს უმეტყველო სახეები ნელ-ნელა იცვლება: დაცინვით, ქედმაღლობით და რაც მთავარია გაკიცხვით. ისინი თავიანთ აზრს გვახვევენ და სწორედ მოქცევის უნარს გვაკარგვინებენ. წარმოგიდგენიათ ხალხის ან თქვენი გამომეტყველება, როცა თოთხმეტ-თხუთმეტი წლის დაქორწინებულ წყვილს დაინახავთ, თქვენ მათ გაკიცხვას დაიწყებთ. არ დამალოთ, რომ ეს ასე არ არის. საიდან იცით, რომ მათ აიძულეს დაქორწინება? დიახ, მე ვაღიარებ, რომ ნაადრევი ქორწინება არ შეიძლება, მაგრამ არც იმას არ უარვყოფ , რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის.
 ბავშვს ხშირ შემთხვევაში თვით მშობლები ართმევენ თავისუფლებას. ამ ყველაფერს ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ, ეს ფესვები უნდა ამოვძირკვოთ. ბავშვებს ბავშვობას ნუ წავართმევთ, მივცეთ გზა მომავლისაკენ!

სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის
X კლასის მოსწავლე: ანა ბარაჩაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий